ქობულეთის მერიაში ათასობით ლარია გაფლანგული - აუდიტის სამსახური სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს

04.03.24 12:28
ქობულეთის მერიაში ათასობით ლარია გაფლანგული - აუდიტის სამსახური სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს

ქობულეთის მერიაში ათასობით ლარია გაფლანგული. აუდიტის სამსახური სკანდალურ დასკვნას აქვეყნებს. სახელმწიფო მაკონტროლებელმა აღმოაჩინა, რომ კონკრეტულმა პირმა ბიუჯეტის ფული, 24 ათასი ლარი მიითვისა.

სანდასუფათავები სამსახურის ბუღალტერი დააკავეს, თუმცა რამდენიმე თვეში ისევ გამოუშვეს, მისი ხელმძრვანელი კი ისევ თანამდებობაზე რჩება. 

პრობლემებია სახელმწიფო შესყიდვებში. კითხვები გაჩნდა საწვავის გახარჯვაზეც.

  • თუ აუდიტის დაკსვნას დავეყრდნობით, სტიქიიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ორი მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ მუნიციპალიტეტმა თანხა ვერ აითვისა. არადა, დამეწყრილ სოფლებში ამ დრომდე მძიმე ვითარებაა. ადამიანებს სახლებში ღამის გათევა ეშნიათ.

ქობულეთის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. ქალაქის მერი შენობაში უკანა კარიდან შეიპარა, რათა "პირველებისთვის" კითხვებზე პასუხი არ გაეცა. მედიის წარმომადგენლებს დაცვის სამსახური შენობაში არ უშვებს. 

ოპოზიცია ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მსგავსი ტანხების ფალნგვა ჩვეულებრივი ამბავია და გამოსავალი მხოლოდ 2024 წლის არჩევნებია, სადაც "ოცნება" უნდა დამარცხდეს. 

ისინი ცდილობენ და გამოსდით კიდეც, რომ აუდიტის დასკვნიდან აუდიტის დასკვნამდე გაგვაოცონ. ქობულეთის მუნიციპალიტეტიც არ აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, გამონაკლისი და ვხედავთ, რომ ასი ათასობით ლარი არამიზნობრივად იხარჯება, ფიქტიურად ვიღაც პირებზე ხელფასების დარიცხვა მიმდინარეობს და ეს ხელფასები მერე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ჩინოვნიკებთან ბრუნდება. ახალი მერის პირობებშიც უკანონო ნებართვები გაყალბებული ხელმოწერების მშევეობით და შემდგომი აუდიტის დასკვნაც იგივეს გვეტყვის, დარწმუნებული ვარ. ამიტომ მარტივი გამოსავალია, რომ 2024 წლის არჩევნებზე ამათ უნდა ვუთხრათ უარი, - ამბობს ლევან გორგილაძე.

 

მსგავსი სიახლეები