ქობულეთში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

04.03.24 12:37
ქობულეთში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთში, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. შემთხვევა ჩოლოქის დასახლებაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ცხედარი სამართალდამცავებმა იპოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპული 27 წლის კაცია, რომელსაც 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ, რომელიც პირველ მარტს ბათუმში გაუჩინარდა. 

ჯერჯერობით, უცნობია, რა მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება. 

მსგავსი სიახლეები