დარჩით ჩვენს მეგობრად! - საქართველოს პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

02.07.21 16:37
დარჩით ჩვენს მეგობრად! - საქართველოს პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. 
ჯეიმს აპატურაი NATO-სთან ურთიერთობის გაღრმავებისა და  საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა.

დარჩით ჩვენს მეგობრად!  თქვენი იმედი გვაქვს და თქვენც ჩვენი იმედი გქონდეთ-  მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ჯეიმს აპატურაის.

ამიერკავკაშიაში  NATO-ს სპეციალური  წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი, საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 3 დღეს გაგრძელდება.