ვინ გაფლანგა ბიუჯეტის ფული ქობულეთის მერიაში? - კაბინეტში ჩაკეტილი მერი "პირველებთან" გამოჩნდა
კაბინეტში ჩაკეტილი ქობულეთის მერი გამოჩნდა. ლევან ზოიძე აუდიტის ხმაურიან დასკვნაზე თავის მართლებას ცდილობს. "ქართული ოცნების" წევრი ვერ პასუხობს კითხვას, ვინ გაფლანგა ბიუჯეტის ფული და დაიასაჯა თუ არა ამ დანაშაულისთვის რომელიმე ჩინოვნიკი.
ზოიძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ბუღალტერი, რომელმაც თანხა გაფლანგა, გათავისუფლებულია, თანხა კი სრულად დაფარულია. ამასთან, ქობულეთის მერი ამტკიცებს, რომ გიორგი მჟავანაძე, რომელიც სანდასუფათავების სამსახურის ხელმზღვანელია, პოსტს ინარჩნებს და მომახართან კავშირში არ არის.
მთლიანად დაფარულია თანხა და ბუღალტერი გათავისუფლებულია. გიორგი მაგ საკითხი არაფერ შუაში არაა. ღირსეული კაცია და მუშაობს, - ამბობს ზოიძე.
შეგახსენებთ, რომ მერიაში დაცვის უპრეცედენტო ზომებია მიღებული. შენობაში არ უშვებდნენ არც ოპოზიციონერ დეპუტატს, ლევან კომახიძეს. სახელმწიფო მაკონტროლებელმა აღმოაჩინა, რომ ქობულეთის მერიაში ათასობით ლარია გაფლანგული. მითვისებულია 24 ათასი ლარი. არამიზნობრივადაა დახარჯული საწვავი და პრობლემებია სახელმწიფო შესყიდვებშიც.
რა ხარვეზები დააფიქსირა აუდიტმა ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში - ნახეთ კვლევა