კალანდარიშვილის ბინები პრობლემურ კორპუსში - კალაძე ამტკიცებს, რომ მერიასთან საქმის დალაგებას ადგილი არ ჰქონია

04.03.24 13:33
კალანდარიშვილის ბინები პრობლემურ კორპუსში - კალაძე ამტკიცებს, რომ მერიასთან საქმის დალაგებას ადგილი არ ჰქონია

დედაქალაქის მერს  დღეს ცესკოს თავმჯდომარის ოჯახის სახელზე არსებული იმ ბინებზე მოუწია პასუხის გაცემა, რომელის მშენებლობას თავის დროზე პრობლემა ჰქონდა. კალაძე ამტკიცებს, რომ ბინების გადაფორმება და მერიასთან საქმის დალაგებას ადგილი არ ჰქონია. 

თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ გადაწყვეტილებას, ვერცერთ შემთხვევას, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან ყოფილიყო არასწორი გადაწყვეტილებები მიღებული. ერთადერთი შემთხვევა ჩემი მერობის პირობებში, რაც მე მახსოვს, ეს იყო დიდუბეში ერთ-ერთ მისამართზე ეზოში გაცემული ნებართვა კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით ად ჩვენვე გავაუქმეთ აღნისნული ნებართვა, იმიტომ, რომ იყო შეცდომა და იყო არასწორი კორპუსის აშენება, - ამბობს კალაძე. 

"შაბათის ეთერმა" გამოიძია, რომ ცესკოს მოქმედი თავმდჯომარე ერთ-ერთი ყველაზე მიდარი მაღალჩინოსანია, რომელმაც ქონება თანამდებობაზე ყოფნის დროს დააგროვა და ოჯახის წევრებზე გადააფორმა. არსებობს კიდევ ერთი ბუნდოვანი და საეჭვო გარემოება: ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც გიორგი კალნდარიშვილი 5 ბინას ფლობს, მშენებლობის ნებართავზე პრობლემა ჰქონდა. საბოლოო ჯამში, მერიასთან ამ საკითხის დალაგება და კალანდარიშილის ოჯახის წევრებზე აღნიშნული ბინების გადაფორმება ერთმანეთს დროშისაეჭვოდ ემთხვევა.

 

მსგავსი სიახლეები