"სუს-ს გამოვართვათ ანტიკორუფციული" - კორძაიას ალტერნატიული წინადადება "ოცნებას"

04.03.24 13:35
"სუს-ს გამოვართვათ ანტიკორუფციული" - კორძაიას ალტერნატიული წინადადება "ოცნებას"

ანტიკორუფციული ბიურო ფორმალური უფლებებით - ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ დღეს მმართველ პარტიას ალტერნატიური წინადადებებით მიმართა. პარლამენტის წევრი ფიქრობს, რომ სუს-ს უნდა ჩამოერთვას კორუფციული საქმეების გამოძიების უფლება და ის მთლიანად ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა გადაიბაროს.

რატომ არ თვლით ამას ქმედით ნაბიჯად, რომ გავაფართოვოთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილება. სუს-ს გამოვართვათ ანტიკორუფციული, რომელიც ბუნებაში სუს-ის ფუნქცია არ არის, უსაფრთხოების საკითხები არ არის კორუფციის თემა,“ - ამბობს თამარ კორძაია.

მმართველ პარტიაში კი ვენეციის კომისიას მიმართავენ და ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია არა ის, როგორ მოხდება ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის არჩევა, არამედ ის, იქნება თუ არა დამოუკიდებელი და ექნება თუ არა საჭირო გარანტიები უწყების ხელმძღვანელს. 

რა არის მნიშვნელოვანი, არჩევის წესი ზოგადად თუ მისი საქმიანობა დამოუკიდებლად, ნეიტრალურად, პროფესიულად ა.შ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის მისი საქმიანობა დამოუკიდებლად და გარანტიების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს მის საქმიანობას დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ჩვენ სწორედ ამ საკითხზე ვაკეთებთ სწორებას.
ვენეციის კომისია ამბობს, რომ ნარკომომხმარებელი, რომელიც არის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, არ შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან," - ამბობს ოხანაშვილი.

ანუ შეიძლება გვყავდეს ნარკომომხმარებელი პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე,“ - იკითხა ქადაგიშვილმა.

კი, ბატონო, ეს არის ვენეციის კომისიის შემოთავაზება და არ გვინდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ვენეციის კომისიის ამ რეკომენდაციის შესრულება, რომელიც შემდგომ რაიმე ფორმით არ იქნეს გამოყენებული სპეკულაციურად.
თუ გათავისუფლების არცერთი საფუძველი არ არსებობს, თუ მისი დაკავება-დაპატიმრება, ჩხრეკის გარანტიას ვამკაცრებთ და პარლამენტში გადმოგვაქვს, მაშინ, სად რჩება შეკითხვა?“ - ამბობს ოხანაშვილი.

მსგავსი სიახლეები