ცესკოს შეფის საეჭვო ქონება - ოპოზიცია ანტიკორუფციულს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

04.03.24 13:54
ცესკოს შეფის საეჭვო ქონება - ოპოზიცია ანტიკორუფციულს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

ცესკოს შეფის საეჭვო ქონება - ოპოზიცია კითხვებზე პასუხების გაცემას ანტიკორუფციულ ბიუროს სთხოვს. ენმ-ს წევრი ლილე ლიპარტელიანი პირდაპირ ამბობს, რომ კალანდარიშვილი დიდძალ ქონებას მხოლოდ საკუთარი მაღალი ხელფასით ვერ მოაგროვებდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ცესკოს თავმდჯომარეს ხელფასს მიუკერძოებლობაში უხდიდნენ და არა იმისთვის, რომ ის მხოლოდ კაპიტალის დაგროვებაზე იყოს ორიენტირეული. 

ეს ბალანსი შემოსავლებს და გასავლებს შორის ვერც ოჯახური და ვერც თვითონ გიორგი კალანდარიშვილის, ვერ აბალანსებს ამ ქონებებს, რაც მას აქვს. შესაბამისად, ის როგორც იძახის, რომ აქვს მაღალანაზრაურებადი შემოსავალი, აქვს მაღალანაზღაურებადი შემოსავალი იმისთვის, რომ იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე და არა იმისთვის, რომ კაპიტალის მოგროვებაზე იყოს ორიენტირებული და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ანტიკორუფციული ბიურო უნდა დაინტერესდეს, - ამბობს ლილე ლიპარტელიანი. 
 

 "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი კი ფიქრობს, რომ "ოცნებას" გიორგი კალანადრიშვილი არჩევნების გასაყალბებლად სჭირდება და ამიტომ ბევრ რამეზე თავლს ხუჭავს. 

"ქართული ოცნება", რომელი, ფაქტობრივად, არის გაკოტრებული პოლიტიკური ძალა, ახლა ფიქრობს, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება რომ შეინარჩუნოს ივანიშვილის პროექტმა ძალაუფლება, ეს არის არჩევნების გაყალბება და ამისთვის მათ სჭირდებათ სრულიად მართული, სანდო კადრი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე. ამიტომ არის, რომ მათ დაარღვიეს ყველა შეთანხმება, რომელიც არსებობდა, დაარღვიეს ევროკავშირის მოთხოვნა და გააუქმეს ოპოზიციის წარმომადგენლის კვოტა საარჩევნო ადმინისტრაციაში, - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

 ამავე აზრს იზიარებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე, რომელიც ამბობს, რომ კალანდარიშვილს ხელფასის გარდა შესაძლოა, სხვა შემოსავალიც ჰქონდეს, რომელშიც ხელს სწორედ "ოცნება" უწყობდეს.

ამ ადამიანს, მაღალი ალბათობით, ვფიქრობ, რომ ბიუჯეტიან შემოსავლის გარდა, შეიძლება ჰქონდეს კიდევ სხვა შემოსავალი და ამას "ქართული ოცნება" უკეთებეს. რატომ? იმიტომ, რომ მასზე ჰქონდეს დამატებითი ზემოქმედების ბერკეტები. სჭირდება იმისთვის, რომ ადამიანი კეთილი ნებით კი არ იყოს "ქართული ოცნების" მხარეს, არამედ გარანტირებულად იყოს "ქართული ოცნების" მხარეს ეს ნიშნავს, რომ აგქვს კომპრომატი და არჩევანი არ გაქვს ადამიანს, - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

"შაბათის ეთერმა" გამოიძია, რომ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მაღალჩინოსანია, რომელმაც ქონება თანამდებობაზე ყოფნის დროს დააგროვა და ოჯახის წევრებზე გადააფორმა. არსებობს კიდევ ერთი ბუნდოვანი და საეჭვო გარემოება: ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც გიორგი კალნდარიშვილი 5 ბინას ფლობს, მშენებლობის ნებართავზე პრობლემა ჰქონდა. საბოლოო ჯამში, მერიასთან ამ საკითხის დალაგება და კალანდარიშვილის ოჯახის წევრებზე აღნიშნული ბინების გადაფორმება ერთმანეთს დროში საეჭვოდ ემთხვევა. 

მსგავსი სიახლეები