საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, ვიღაც ევროპარლამენტარმა გააკეთოს რაღაც მოწოდებები - კალაძე
"საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, ვიღაც ევროპარლამენტარმა გააკეთოს რაღაც მოწოდებები, საქართველო არ არის რომელიღაც ქვეყნის გუბერნია" - ამ განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძე აკეთებს.
კალაძეს კვლავ მიაქვს იერიში ევროპარლამენტარებზე და საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებების გამო აკრიტიკებთ.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებმა გამოავლინონ პატივისცემა ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, ვიღაც ევროპარლამენტარმა გააკეთოს რაღაც მოწოდებები და მითითებები, თუ ვინ უნდა გათავისუფლდეს, დააკავონ და ასე შემდეგ. საქართველო არ არის რომელიღაც ქვეყნის გუბერნია, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, საქართველოს საკუთარი კონსტიტუცია აქვს და კანონები მოქმედებს ამის შესაბამისად“, - აღნიშნა კალაძემ.