ქალთა გაძლიერება შეუძლებელია ეკონომიკური გაძლიერების გარეშე - თინა ბოკუჩავა ბრიუსელში ქალი ლიდერების შეხვედრებს ესწრება

04.03.24 14:19
ქალთა გაძლიერება შეუძლებელია ეკონომიკური გაძლიერების გარეშე - თინა ბოკუჩავა ბრიუსელში ქალი ლიდერების შეხვედრებს ესწრება

 საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დემოკრატიული კავშირის მიწვევით ბრიუსელში იმყოფება. ოპოზიციის წევრის თქმით, ქალი ლიდერები მთელი მსოფლიოდან შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან მართავენ. ბოკუჩავას თქმით, შეხვედრებზე საუბარი ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროებს ეხება, რადგან ქალთა გაძლიერება ეკონომიკური გაძლიერების გარეშე წარმოუდგენელია. 

საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის მოწვევით ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც იმყოფებიან ქალი ლიდერები მთელი მსოფლიოდან და გვაქვს შეხვედრები ევროპის  სახალხო პარტიასთან, რომელიც ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახია ევროპარლამენტში. ასევე ევროპარლამენტარებთან, ევროკომისიის წარმომადგენლებთან, მათ შორის რამდენიმე კომისართან, რომლებიც მუშაობენ ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროებზე, გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროპის ბიზნესს ასოციაციასთან, რადგან ქალთა გაძლიერება შეუძლებელია ეკონომიკური გაძლიერების გარეშე, ეს არის დღეს მთავარი აქცენტი, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში, რომ შეიქმნას ევროპული შესაძლებლობები, ეკონომიკური მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშოა ადგილები ქალებისთვის და სწორედ ეკონომიკური გაძლიერებით ქალებმა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად რეალიზება,  - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
 

მსგავსი სიახლეები