ივანიშვილმა 12 წლის თავზე მოქალაქეებს პროდუქტებზე ფასები ორნახევარჯერ გაუზარდა - ლევან ხაბეიშვილი

04.03.24 15:03
ივანიშვილმა 12 წლის თავზე მოქალაქეებს პროდუქტებზე ფასები ორნახევარჯერ გაუზარდა - ლევან ხაბეიშვილი

ენმ-ს თავმჯდომარე ქვეყანაში მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ პროდუქტებზე ფასი ორნახევარჯერ გაიზარდა. ლევან ხაბეიშვილი ამის დასტურად 2012 და 2024 წლებში პროდუქტებში გადახდილი თანხების ქვითრებს ერთმანეთს ადარებს და ამბობს, რომ 32.80 ლარიანი კალათა, ახლა მოქალაქეს 74.45 ლარი უჯდება.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ქვეყანაში ვითარება თავად მოქალაქემ უნდა შეცვალოს და ამისთვის 2024 წლის არჩევნებზე ხმა "ქართულ ოცნებას" არ უნდა მისცეს. 

უმძიმეს რეალობაზე უნდა გესაუბროთ, რომელიც აქვს საქართველოს მოქალაქეს და ეს გამოისახება პროდუქტის გაზრდილ ფასებში. ყოველდღიურად ჩვენს მოქალაქეებს უწევთ გაძვირებული  პროდუქტების შეძენა მარკეტებში, მაღაზიებში, ბაზრებში და ყოველდღიურად ადამიანი გრძნობს თუ როგორ გაუძვირა ივანიშვილმა 12 წლის თავზე ცხოვრება. მე მიჭირავს ორი ქვითარი, რომელიც იყო 2012 წელს და რომელიც არის 2024 წელს და ძალიან მარტივად შემიძლია დაგიდასტუროთ, თვალნათელი მაგალითები გითხრათ როგორ გაძვირდა ცხოვრება ჩვენი თანამოქალაქისთვის, იგივე მაგალითად ზეთი, რომელიც ყველა ოჯახში არის, რადგან მინიმალური პროდუქტების მომზადება შეძლოს ადამიანმა, ღირდა 3 ლარი და 10 თეთრი, ახლა ეს ზეთი ღირს 5 ლარი და 90 თეთრი. ძროხის ხორცი რომ ეყიდა ადამიანს, ამისთვის სჭირდებოდა 11 ლარი, დღეს ჭირდება 27 ლარი და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი თვეები ისე გავა, რომ ხორცს ვერ აჭმევს მის მცირეწლოვან შვილს, ზრდასრული ადამიანები კიდევ ითმენენ და თავის თავს არ ჩივიან, თუმცა შვილების გამოკვებას ვერ ახერხებენ ადამიანები და მე ვიცი საქართველოს მოქალაქე, რომელიც პურის ფქვილს ყიდულობს განვადებით და შემდეგ განვადებას იხდის, რომ სახლში მისი ოჯახის წევრს პური გამოუცხოს. ამ ქვითარზე, სადაც პატარა კალათია გამოსახული - პური, კარტოფილი, ზეთი, კვერცხი, ძროხის ხორცი, ყველი, რძე, შაქარი, ხახვი, 2012 წელს თითო კილოგრამი რომ ეყიდა საქართველოს მოქალაქეს, დაჭირდებოდა 32 ლარი 80 თეთრი, დღეს იგივე კალათი რომ შეიძინოს მოქალაქემ დაჭირდება 74 ლარი 45 თეთრი, ფაქტობრივად ორ ნახევარჯერ უფრო მეტის გადახდა და ახლა კითხეთ საქართველოს მოქალაქეს როგორია 30 ლარის კალათაში რომ იხდის 74 ლარს. ცხადია, ეს არის კატასტროფა და უნდა გვესმოდეს ისიც, რომ 2024 წელი არის შესაძლებლობა შევცვალოთ ეს დამოკიდებულება მოქალაქის მიმართ და უნდა ესმოდეს საქართველოს მოქალაქეს, რომ მაგალითად სომხეთში, აზერბაიჯანში და თურქეთში იგივე პროდუქტი არის ბევრად იაფი, ვიდრე საქართველოში. შესაძლებელია, რომ საქართველოშიც იყოს იაფი, მითუმეტეს სომხეთში ევროპული პროდუქციის დიდი ნაწილი ხვდება საქართველოს გავლით, ამიტომ ეს ყველაფერი 2024 წელს საქართველოს მოქალაქემ უნდა შეცვალოს, შეცვალოს ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით და არა ხალხზე ზრუნვით, კეთილდღეობა ყველას და არა ერთეულებს, -  განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები