რა იქნება ზედა ზღვარი პრემიერის, მინისტრების და პრეზიდენტის ხელფასების? - რას ამბობენ "ოცნებაში"
ამ წუთებში ბიუროს სხდომაზე ინიცირდება კანონპროექტი, რომლითაც პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს ხელფასი ეზრდებათ. შრომის ანაზღაურება იცვლება აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვისაც.
სახელმწიფო თანამდებობის პირებისთვის გასამრჯელოს გაზრდის იდეა "ქართული ოცნების" დეპუტატებს გაუჩნდათ, რომლებმაც ხელფასები უკვე გაიზარდეს.
ეს არ ეხება მიმდინარე ან მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ან მოქმედ პარლამენტს ან სხვა თანამდებობის პირებს, სახალხო დამცველის ნაწილშიც გადაიხედება, საუბარია, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, მათ შორის საჯარო სამსახურებში, ამ კოეფიციენტებით არის გადათვლილი და საუბარი, რომ შემდეგში ვინც იქნება პრემიერი, პარლამენტის წევრები, 2025-დან, მათ შეეხებათ სამართლიანი გადაანგარიშება.
არ ვიცი, არ დამითვლია, არ მაქვს ინფორმაცია (რამდენი ექნება პრემიერს ხელფასი),“ - ამბობს ზარქუა.
შარშან პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ფორმულაში ჩასვას მათ შორის დეპუტატების ანაზღაურება, იმიტომ, რომ იყო მდგომარეობა, როცა დეპუტატებზე მეტი ხელფასი სამმართველოს და დეპარტამენტის უფროსებს ჰქონდა ამავე უწყებაში. იქნებ მთავრობის წევრებიც ამ სახელფასო ალგორითმში ჩავსვათ. ალგორითმი თვლის, მე ხომ ვერ გეტყვით. ამ ალგორითმის მიხედვით დაითვლება, კალკულაცია გაკეთდება და არ ვიცი, რა თანხა გამოვა,“ - ამბობს დავითულიანი.
პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს ხელფასი გაეზრდებათ - ამის შესახებ კანონპროექტს "ქართული ოცნება" აინიცირებს.