ივანიშვილს და მის პარტიას აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელება - ხაბეიშვილი

04.03.24 15:12
ივანიშვილს და მის პარტიას აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელება - ხაბეიშვილი

"ივანიშვილისთვის და მისი ხელისუფლებისთვის მთავარი სამუშაო აღმოჩნდა ამ 12 წლის განმავლობაში, როგორ გაიზარდონ ხელფასები, როგორ გამდიდრდნენ", - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "ოცნების" დაანონსებულ ცვლილებებს, რომ პრემიერს, პრეზიდენტს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს ხელფასები გაეზარდოთ.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, დღევანდელი ხელისუფლების ინტერესში არ შედის მოსახლეობის პრობლემების მოგვარება. 

ივანიშვილს და მის პარტიას აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელება, ჩვენ ვფიქრობთ მოსახლეობაზე, გაძვირებულ ცხოვრებაზე, როგორ შევუმსუბუქოთ მოსახლეობას ეს პრობლემები.
თუმცა ივანიშვილისთვის და მისი ხელისუფლებისთვის მთავარი სამუშაო აღმოჩნდა ამ 12 წლის განმავლობაში, როგორ გაიზარდონ ხელფასები, როგორ გამდიდრდნენ, როგორ აიშენონ სასახლეები, როგორ აჩუქონ მეუღლეებს ტყეები, როგორ გაინაწილონ ქართველი ხალხის ქონება, ამიტომ მნიშვნელოვანია 2024 წელს ქართველმა ხალხმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და ეს დამოკიდებულება შევცვალოთ,“ - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს ხელფასი გაეზრდებათ - ამის შესახებ კანონპროექტს "ქართული ოცნება" აინიცირებს

 

მსგავსი სიახლეები