ანტიკორუფციული ბიურო საგამოძიებო ფუნქციის გარეშე - როგორ ცდილობს "ოცნება" ვენეციის კომისიის დისკრედიტაციას

04.03.24 15:34
ანტიკორუფციული ბიურო საგამოძიებო ფუნქციის გარეშე - როგორ ცდილობს "ოცნება" ვენეციის კომისიის დისკრედიტაციას

რატომ არ ასრულებს "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიის ორ მთავარ რეკომენდაციას ანტიკორუფციული ბიუროს რეფორმასთან დაკავშირებით - არასამთავრობო ორგანიზაციების ამ კითხვებზე პასუხის გაცემა "ოცნების" დეპუტატებს მოუწევთ.

მესამე სექტორის წარმომადგენლებმა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეახსენეს რეკომენდაციებიდან ის მთავარი მუხლები, რაც "ოცნებამ" არ გაითვალისწინა, რაც უკავშირდება ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვის წესის შეცვლას და ბიუროსთვის საგამოძიებო ფუნქციის მინიჭებას.

თქვენ ამბობთ, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია ვენეციის კომისიის არის უცნაური, თუმცა არის ეს რეკომენდაციები, რომელიც არ არის უცნაური და ძალიან კონკრეტულია, არ გაამახვილეთ ამაზე ყურადღება - რატომ აუარეთ გვერდი და რატომ არ არის კანონპროექტში გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ორი მთავარი რეკომენდაცია - საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭება და პარლამენტის მიერ დანიშვნა უფროსის,“ - თქვა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელმა.

როგორც თქვენ ახსენეთ, ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, რომ კონკრეტულ პირს მიანიჭოს მამხილებლის სტატუსი, რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ პირისთვის მამხილებლის სტატუსის მინიჭება,“ - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამ ორ საკითხზე აქცენტის გაკეთების ნაცვლად სულ სხვა თემაზე საუბრობს და ვენეციის კომისიის დისკრედიტაციას ცდილობს.

გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის უცნაური შემოთავაზება, რომელიც უკავშირდება იმას, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რამდენჯერაც არ უნდა იყოს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ და რამდენჯერაც არ უნდა აარიდოს თავი ნარკოლოგიური შემოწმების გავლას, არ შეიძლება უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდეს. ვენეციის კომისია გვეუბნება რეალურად, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე ნარკოტიკული სიფხიზლის თუ ზოგადად, სიფხიზლის მდგომარეობაში. 
კიდევ უფრო შორს წავიდა ვენეციის კომისია და თქვა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი, როდესაც შედის კანონიერ ძალაში, ყველა გამამტყუნებელი განაჩენისთვის ნასამართლევი პირი არ უნდა გამოირიცხოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობისგან.
რომ ჩაიდინოს ძალადობა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, როგორ შეიძლება ამის გაზიარება, მე არ მესმის, ან ასეთი რეკომენდაცია. შეიძლება არ იყოს მისაღები უმრავლესობისთვის, მაგრამ ბევრისგან კატეგორიულად მიუღებელი აზრის ქონის უფლება მაქვს,“ - ამბობს ოხანაშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები