"უკრაინა, რა თქმა უნდა, რუსეთია" - მედვედევის ლექცია

04.03.24 16:35
"უკრაინა, რა თქმა უნდა, რუსეთია" - მედვედევის ლექცია

უკრაინა რუსეთია და ალტერნატიული კონცეფცია "სამუდამოდ უნდა გაქრეს", - ამის შესახებ განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.

მედვედევმა ლექცია ჩაატარა მარათონზე სახელწოდებით "გეოგრაფიული და სტრატეგიული საზღვრები" და ამტკიცებდა, რომ მოსკოვი "სპეცოპერაციას გამარჯვებამდე მიიყვანს".

მედვედევი ამბობს, რომ უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ "კიევი აღიარებს სპეცოპერაციის შედეგად გაჩენილ რეალობას".

ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ სპეცოპერაციას ლოგიკურ დასასრულამდე - საბოლოო გამარჯვებამდე, ნეონაცისტების დანებებამდე...უკრაინა, რა თქმა უნდა, რუსეთია”, - ამბობს მედვედევი.

მსგავსი სიახლეები