"კითხვები არ დამისვათ ჟურნალისტებმა, მელაპარაკოს ევროკომისია" - მოქმედი მოსამართლეების რეაქცია ე.წ. ვეტინგის სისტემაზე
კითხვები არ დამისვათ ჟურნალისტებმა, მელაპარაკოს ევროკომისია - ასე პასუხობს გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე "პირველების" კითხვას, მზად არის თუ არა გაიაროს კეთილსინდისიერების ტესტი. კობა გოცირიძე იმ 60-კაციან სიაშია, ვისზეც არასამთავრობო სექტორი ეჭვობს, რომ გავლენიანი კლანის მიერ იმართება და თავისუფალი არ არის.
რატომ უნდა გიპასუხოთ მაგაზე. არ ვიცი, რა კეთილსინდისიერება, ჯერ წავიკითხო, რანაირად... თქვენ რატომ უნდა მკითხოთ ჟურნალისტმა, იმათ შემეკითხონ, თქვენ რაზე მეკითხებით,“ - თქვა კობა გოცირიძემ.
მოქმედი მოსამართლეებიდან შემოწმება არცერთს არ უნდა. ქუთაისის სამოქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე კი "პირველებს" იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ამისამართებს.
ვერ გიპასუხებთ დასმულ შეკითხვაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდით და მათთან კომუნიკაციის შეგიძლიათ შემდგომ გარკვიოთ ეს საკითხი,“ - ამბობს ქუთაისის სამოქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ნიკოლოზ მარგველაშვილი.
რისი ეშინია კლანს - თუ დადასტურდება, რომ რომელიმე მოსამართლე კორუფციაშია მხილებული, გამოდის, რომ მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები - ასეთი კი, ალბათ, ასობითაა გადახედვას დაექვემდებარება. გასამართლებულები და მსჯავრის მომლოდინეები კი ხელისუფლებას აუმხედრდებიან.