დეპუტატებს თუ აგერ 8 ათასი ლარი გაინაღდეს, ჩვენ რათა ვართ დეპუტატებზე ნაკლებიო - გოცირიძე

04.03.24 17:02
დეპუტატებს თუ აგერ 8 ათასი ლარი გაინაღდეს, ჩვენ რათა ვართ დეპუტატებზე ნაკლებიო - გოცირიძე

"დეპუტატებს თუ აგერ 8 ათასი ლარი გაინაღდეს, ჩვენ რათა ვართ დეპუტატებზე ნაკლებიო", - ასე აფასებს დეპუტატი რომან გოცირიძე "ოცნების" ახალ ინიციატივას, რომელიც პრემიერისთვის, პრეზიდენტისთვის, მინისტრებისთვის და მათი მოადფილეებისთვის ხელფასის გაზრდას გულისხმობს.

გოცირიძის შეფასებით, მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გაზრდა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტის წევრებისთვის ხელფასების ზრდის პროექტი "ოცნებამ" დაამტკიცა.

მაღალი ხელფასებიც მოინდომეს. დეპუტატებს თუ აგერ 8 ათასი ლარი გაინაღდეს, ჩვენ რათა ვართ დეპუტატებზე ნაკლებიო. სინამდვილეში, მინისტრების მოადგილეების, მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეების ხელფასები წამოიწია მომავალ პარლამენტში დეპუტატებისთვის 8-ათასიანი და კიდევ უფრო მეტი რაოდენობის ხელფასის დანიშვნამ,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები