არცერთი მოსამართლისთვის, თუ ის ცხოვრობს კეთილსინდისიერად, პრობლემა არ უნდა იყოს შემოწმება - ყოფილი მოსამართლე
"არცერთი მოსამართლისთვის პრობლემა არ უნდა იყოს მისი კეთილსინდისიერების შემოწმება, თუ ის ცხოვრობს კეთილსინდისიერად," - ამ განცხადებას ყოფილი მოსამართლე ლია ორკოდაშვილი "პირველებთან" აკეთებს.
მიხეილ სააკაშვილის საქმის ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ პირიქით, თავად მოსამართლეების ინტერესში უნდა შედიოდეს იმის ჩვენება, რომ მათ ქონებებში დამალული არაფერია და რომ პარტნიორებს მათ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა ჰქონდეთ.
თუკი შემოწმდებიან და აღმოჩნდება, რომ ყველაფერი კეთილსინდისიერადაა და არაფერი საეჭვო არ არის მათ ქონებებში და მათ ცხოვრებაში, მაშინ არავინ გაიყრება და ყველა დარჩება სასამართლო სისტემაში. ამით ეჭვი არ უნდა შევუქმნათ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომ გვეშინია შემოწმების და ამის უკან რაღაც იმალება - პირიქით, ჩვენი პოზიცია უნდა იყოს, რომ შეგვამოწმეთ, მე რომ ვიყო მოქმედი მოსამართლე, ვიტყოდი, რომ შეამოწმეთ ჩემი ქონება, შეაფასეთ ჩემი კეთილსინდისიერება,“ - ამბობს ლია ორკოდაშვილი.