პენსია უნდა გახდეს 1000 ლარი და არა ის, რომ გაიზარდოს ჩინოვნიკების ხელფასები - ნაცვლიშვილი
"არ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში, სადაც ადამიანები სიღარიბის პირისპირ არიან დატოვებულები, უნდა იზრდებოდეს თანამდებობის პირების ხელფასები", - ამ განცხადებით ეხმაურება "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი "ოცნების" ინიციატას პრემიერისთვის, პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გაზრდაზე.
ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლებამ ნაცვლად საკუთარი ხელფასების ზრდისა, მოსახლეობაზე უნდა იფიქროს.
მე არ ვფიქრობ, რომ თანამდებობის პირებს, მათ შორის შემდეგი მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს, ქვეყანაში, სადაც ადამიანები სიღარიბის პირისპირ არიან დატოვებულები, უნდა იზრდებოდეს თანამდებობის პირების ხელფასები. რაც უნდა გაიზარდოს ერთ-ერთი საკვანძო, უნდა გაიზარდოს პენსია და უნდა გახდეს 1000 ლარი - ეს არის ლელოს პოზიცია და არა ის, რომ გაიზარდოს ჩინოვნიკების ხელფასები,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.