დააშავა ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე - ონკოპაციენტების პასუხი აზარაშვილს

04.03.24 17:12
დააშავა ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე - ონკოპაციენტების პასუხი აზარაშვილს

ჯანდაცვის ექს მინისტრის სკანდალურ განცხადებას, რომ ქვეყანაში დაურეგისტრირებელი და საეჭვო წარმომავლობის ონკოლოგიური წამლები შემოდის, ონკოპაციენტების გაბრაზება უკვე მოჰყვა. 

  • ზურაბ აზარაშვილი ამტკიცებს, რომ სქემაში 60 ონკოლოგია  ჩართული. მისი განცხადების თანახმად, გამოდის, რომ მძიმე სენით დაავადებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში უხარისხოო წამლებს იღებდნენ. 

 ჩნდება კითხვა, სად იყო აქამდე აზარაშვილი და რატომ ალაპარაკდა ამ თემაზე ახლა. 

"პირველები" დაინტერესდა, გააფრთხილა თუ არა  სამინისტრომ  ონკოპაციენტები რომელიმე მედიკამენტებთან დაკავშირებით? -  ირკვევა, რომ პაციენტებისთვის არავის უთქვამს, რომ საქართველოში დაურეგისტრირებელი და საეჭვო წარმომავლობის ონკოლოგიური წამალი იყო შემოტანილი.

გავბრაზდი იმის გამო, რომ არ არის დასახელებული მედიკამენტები, რომლებსაც ზურაბ აზარაშვილი უწოდებს საეჭვოს. ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში უამრავი მედიკამენტი არ არის რეგისტრირებული, ეს ისედაც ვიცით, მაგრამ ის ფაქტი, რომ რეგისტრირებული არ არის, საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ეს მედიკამენტები არის საეჭვო და არ მოქმედებს ონკოლოგიურ პაციენტებზე. 

მან ძალიან კარგად იცის, რომ დააშავა ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე და ახლა ცდილობს, რომ თავისი დანაშაული ვინმეს გადააბრალოს, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

მან უნდა აიღოს იმაზე პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ ველოდებოდით და გვეკუთვნის ჯანმრთელობის უფლება და ხელმისაწვდომობა მკურნალობის და ეს არ უნდა იყოს გაწელილი და გაუგებარს და აბდაუბდას არ უნდა გველაპარაკებოდეს ყოფილი მინისტრი, როდესაც ჩვენ დღეებს და წუთებს ვითვლით და მან, რა თქმა უნდა, თუ იცოდა, რომ ჩვენთან არახარისხიანი მედიკამენტებია, რატომ გააგზავნა ევროკავშირში ისეთი წერილები, რომ ჩვენთან არის ხელმისაწვდომობა ხარისხიანი მკურნალობის და რატომ ჩამოიყვანა ეს ადამიანები, რომლებსაც მან განაჩენი გამოუტანეს"- ამბობს კავშირი "სიცოცხლისთვის" დამფუძნებელი, გვანცა აფხაიძე

საეჭვო მედიკამენტების შემოტანის სქემაში მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

აზარაშვილის თქმით,  „დიდ გამოწვევად რჩება ონკოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტების გაიდლაინების მიხედვით, კეთილსინდისიერად დანიშვნის საკითხი”.

 

მსგავსი სიახლეები