ჩხოროწყუს მერის ცემისთვის დაკავებულ კვარაცხელიას ბრალი წაუყენეს
ჩხოროწყუს მერის ცემისთვის დაკავებულ ედიშერ კვარაცხელიას ბრალი წაუყენეს. სპორტის განყოფილების ყოფილ უფროსს ხელისუფლების წარმომადგენელზე მუქარას და ძალადობას ედავებიან.
კვარაცხელია დავით გოგუას სოფელ მუხურში გაუსწორდა, იმ დროს, როცა მერი ჰესის მშენებლობის სამუშაოებს ათვალიერებდა. კვარაცხელია ფიქრობს, რომ ის სამსახურიდან უსაფუძვლოდ და არასამართლიანად დაითხოვეს.