პრეზიდენტი EU-ს ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩებს შეხვდა - რა იყო საუბრის სამი მთავარი საკითხი

04.03.24 18:06
პრეზიდენტი EU-ს ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩებს შეხვდა - რა იყო საუბრის სამი მთავარი საკითხი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი EU-ს ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩებს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

შეხვედრაზე ისაუბრეს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ პლატფორმაზე - ,,ერთობის პლატფორმა ევროპისათვის“, რომლის ფარგლებშიც ზურაბიშვილი ოპოზიციას და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრის დროს პრეზიდენტი დიპლომატებს არჩევნებში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. გარდა ამისა, შეხვედრაზე იმსჯელეს არჩევნებში ემიგრანტებისა და დიასპორის ჩართვის მნიშვნელობაზე.

  • ✔ ,,ერთობის პლატფორმა ევროპისათვის“ - პრეზიდენტის ინიციატივა - მიზანი და მნიშვნელობა
  • ✔ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორის არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობა და მონაწილეობის საჭიროებები
  • ✔ არჩევნებში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის მნიშვნელობა

მსგავსი სიახლეები