პრემიერი, პრეზიდენტი, მინისტრები - გაჭირვებული ქვეყნის ხელისუფლება ხელფასებს იზრდის

04.03.24 20:07
პრემიერი, პრეზიდენტი, მინისტრები - გაჭირვებული ქვეყნის ხელისუფლება ხელფასებს იზრდის

 

 

გაჭირვებული ქვეყნის ხელისუფლება ხელფასებს იზრდის. პრემიერი, პრეზიდენტი, მინისტრები და მათი მოადგილეები მომავალი წლიდან  იმაზე ბევრად მეტს აიღებენ, ვიდრე აქამდე. ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა დაწესებული იქნება ზედა ზღვარი, რომლის ფარგლებშიც ხელფასს მაღალი თანამდებობის პირები თავად დაინიშნავენ. "ოცნების" მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება აჭარის მთავრობის მაღალჩინოსნებსაც.

"ოცნებამ" ბოლო რამდენიმე თვეში სახელფასო პოლიტიკა  უკვე მეორედ შეცვალა. ჯერ იყვნენ დეპუატატები, რომლებმაც ანაზღაურება ლამის გაიორმაგეს და ახლა ამავე დეპუტატებმა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელფასებზეც იზრუნეს.

რა საჭიროა ჩინოვნიკებისთვის  ხელფასების ზრდა მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა?  ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ამ გადაწყვეტილებით მთავრობის წევრები კორუფციის რისკებს აზღვევენ, რადგან ბიუჯეტის ფულის სავარაუდო მიტაცების ფაქტები ქვეყანაში უკვე უპრეცედენტო მასშტაბზეა გასული.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები