აზარაშვილის დაგვიანებული აღსარება - ღარიბაშვილის გუნდი აჯანყდა

04.03.24 20:02
აზარაშვილის დაგვიანებული აღსარება - ღარიბაშვილის გუნდი აჯანყდა

 

 

ორი პრემიერის ღია დაპირისპირება - ღარიბაშვილის გუნდი აჯანყდა. თანამდებობიდან გაშვებული ჯანდაცვის მინისტრი პოსტს კარის გაჯახუნებით ტოვებს. ზურაბ აზარაშვილმა თავისი ხმაურიანი პოსტი 4-ჯერ ჩაასწორა, თუმცა საბოლოო ვერსიაც სისტემის საჯარო კრიტიკით გამოაქვეყნა. ამბობს, რომ ის გაკვეული ბიზნეს ჯგუფების ინტერესებს შეეწირა. თავს ესხმის გარმაცევტულ კომპანიებს და მათ ფულის მიტაცებაში ადანაშაულებს. კვლავ ამტკიცებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელსაც საბოლოოდ მინისტრი გადააყოლეს, უნდა დანგრეულიყო. 

დაიწყება თუ არა აზრაშვილის წინააღმდეგ გამოძიება? მინისტრის  დაგვიანებულ აღსარებაში ოპოზიციამ დანაშაულის ნიშნები ამოიკითხა. ანუ აზარაშვილმა საჯაროდ ლაპარაკი ბიზნებს დაჯგუფებების ინტერესებზე მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თანამდებობიდან გაუშვეს. ის 9 წლიანი პერიოდი კი, რაც მას სისტემაში დახვდა, პრაქტიკულად, დანაშაულებრივად გამოაცხადა.

ყოფილი მინისტრის ვრცელმა გამოსათხოვარმა წერილმა "ოცნებაში" დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ხელისუფლება დღეს აზარაშვილის პოსტის წაკითხვას საკუთარი ინტერპრეტაციით ცდილობდა.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები