"ოცნების" თავის ტკივილი - ოპოზიციურ ველზე დიდი გადაჯგუფება იკვეთება
ოპოზიციის მოსალოდნელი გაერთიანება "ოცნების" თავის ტკივილად იქცა. ივანიშვილის გუნდში კარგად ხვდებიან, რომ თუ პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი საარჩევნოდ შეთანხმებას შეძლებენ, "ოცნების" გამარჯვების შანსებიც დაიკლებს. ამიტომ ახლა ცდილობენ, ოპოზიციის შესაძლო გაერთიანება არ შეიმჩნიონ და ხალხი დაარწმუნონ, რომ ეს საკითხი არ აინტერესებთ. თუმცა, ჩნდება კითხვა, თუ ოპოზიცის ერთობა "ოცნებისთვის" საფრთხე არ არის, რატომ ნერვიულობენ ამდენს?
ოპოზიციურ ველზე კი დიდი გადაჯგუფების კონტურები უკვე გამოჩნდა. რამდენიმე დღეში საკუთარ პოლიტიკურ გუნდს ნიკა მელია წარადგენს. "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ექსთავმჯდომარის გვერდით იქნებიან პარტიიდან წასული სხვა ლიდერებიც. ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაციამდე კი უნდა დასრულდეს ონსულტაციები მელია გვარამიას შორის. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, დაუკავშირებენ თუ არა სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს ერთმანეთს ნიკა გვარამია და ნიკა მელია.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.