ცესკოს საეჭვოდ გამდიდრებული შეფი - დაინტერესდება თუ არა კალანდარიშვილის დიდძალი ქონებით ანტიკორუფციული?

04.03.24 20:22
ცესკოს საეჭვოდ გამდიდრებული შეფი -  დაინტერესდება თუ არა კალანდარიშვილის დიდძალი ქონებით ანტიკორუფციული?

 

 

საეჭვოდ გამდიდრებული ცესკოს შეფი -  დაინტერესდება თუ არა გიორგი კალანდარიშვილის დიდძალი ქონებით ანტიკორუფციული ბიურო?  ეს მოთხოვნა ოპოზიციას შაბათის ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ გაუჩნდა.  გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ კალანდარიშვილი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ჩინოვნიკია. თუმცა, ჩნდება კითხვა, როგორ შეძლო საჯარო მოხელის ხელფასით საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 8 სახლი და კიდევ მიწის ნაკვეთები ეყიდა. 

საბოლოო ჯამში, კალანდარიშვილის უძრავი ქონების საბაზრო ფასმა მილიონს მიაღწია. ამ ქონებას ცესკოს შეფი ისე საგულდაგულოდ მალავდა, რომ ბინებს ბაგა-ბაღის აღსაზრდელ შვილზეც კი აფორმებდა.

კალანდარიშვილის საეჭვო  გამდიდრების სქემაში არის კიდევ ერთი ბუნდოვანი გარემობა: კორპუსს, სადაც ცესკოს შეფს ხუთი ბინა აქვს, სამშენებლო ნებართვაზე პრობლემა ქონდა. საქმის დალაგება მერიასთან და კალანდარიშვილის ოჯახის წევრებზე ბინების გადაფორმება კი დროში ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციზის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები