პროკურატურაში ადასტურებენ, რომ იძიებენ საქართველოს ბაზარზე დაშვების არმქონე ონკოლოგიური მედიკამენტების შემოტანას

04.03.24 18:48
პროკურატურაში ადასტურებენ, რომ იძიებენ საქართველოს ბაზარზე დაშვების არმქონე ონკოლოგიური მედიკამენტების შემოტანას

საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ონკომედიკამენტების რეალიზების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის საჯარო სტატუსის შემდეგ, პროკურატურაში ადასტურებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ყოფილი მინისტრი ირწმუნება, რომ საეჭვო მედიკამენტების შემოტანის სქემაში მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული.

ონკომედიკამენტების რეალიზების საქმეზე გამოძიების დაწყების ფაქტი პროკურატურამ "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურა. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის მიმართვა. აუდიტის ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში ერთ-ერთი კერძო კომპანიის მიერ საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იქნა საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტი, ძირითადად ონკომედიკამენტები, რაც შემდგომში რეალიზებული იქნა პაციენტებზე, როგორც მათი პირადი სახსრების, ასევე სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში.

გამოძიება 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს - სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მომართვა, რომლის თანახმადაც, 2023 წლის განმავლობაში ერთ-ერთი კერძო კომპანიის მიერ საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იქნა საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტი (ძირითადად ონკომედიკამენტები), რაც შემდგომში რეალიზებული იქნა პაციენტებზე, როგორც მათი პირადი სახსრების გამოყენებით, ასევე სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში.

სისხლის სამართლის საქმეზე შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგების თაობაზეც მოხდება საზოგადოების ინფორმირება”, - აღნიშნავენ პროკურატურაში.

საეჭვო მედიკამენტების შემოტანის სქემაში მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სოციალურ ქსელში დღეს დაწერა

მსგავსი სიახლეები