არამიზნობრივად გახარჯული ფული და საწვავი - ქობულეთის მერიაში მასშტაბური დარღვევები აღმოაჩინეს

04.03.24 20:46
არამიზნობრივად გახარჯული ფული და საწვავი - ქობულეთის მერიაში მასშტაბური დარღვევები აღმოაჩინეს

 

 

კაბინეტში ჩაკეტილი ქობულეთის მერი და პოლიციით გამაგრებული მერიის შენობა -  ლევან ზოიძე დღის მეორე ნახევარში გამოჩნდა, თუმცა პასუხი, ვინ აგებს პასუხს ჩინოვნიკების მიერ გაფლანგულ ფულზე, "პირველებმა" ვერ მიიღო. როგორც ჩანს, მერიაში გეგმა აქვთ, ჯოხი მხოლოდ ბუღალტერზე გადატეხონ.

სამსახურის ხელმძღვანელი, სადაც მასშტაბური დარღვევები აღმოაჩინეს, ისევ თანამდებობაზეა. არამიზნობრივად გახარჯულია დიდი რაოდენობით საწვავი. ასევე, დარღვევებია აღმოჩენილი უწყების მიერ განხორციელებულ შესყიდვებშიც. კითხვებზე პასუხების ნაცვლად კი ქობულეთის მერიამ დღეს შენობაში დაცვა გააძლიერა და იქ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებსაც არ უშვენდნენ.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები