ივანიშვილი საარჩევნოდ რადიკალებს ასაჩუქრებს - "ქართუმ" "ალტ ინფოს" ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა
ივანიშვილი საარჩევნოდ რადიკალებს ასაჩუქრებს. ოლიგარქის ბანკი "ალტ ინფოსთვის" მაშველი რგოლი აღმოჩნდა. "ქართუმ" ძალადობრივი მოძრაობის ლიდერებს ანგარიშები აღუდგინა. არადა, ივანიშვილის ბანკი იმ საფინანსო ინსტიტუტებს შორის იყო, რომელმაც ფულის გათეთრების პოლიტიკის ფარგლებში "ალტ ინფოს" წევრებს ანგარიშები დაუბლოკა, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კი შეზღუდვა მოუხსნა. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ ოლიგარქმა გადაწყვეტილება არჩევნებზე დახმარების სანაცვლოდ მიიღო.
ოლიგარქის ნაცვლად თავის მართლების რეჟიმში დღეს "ოცნება" იყო. ხალხს უმტკიცებდნენ, რომ 'ალტ ინფო" საბანკო პოლიტიკის გამო დაიჩაგრა და მის წინააღმდეგ სანქციები უსამართლოდ ამოქმედდა. რადიკალებმა კი ფულის შეგროვება უკვე დაიწყეს. მათი ანგარიშები ივანიშვილის ბანკში ამ დრომდე მოქმედია.
ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში.