გარდამტეხი ცვლილებებისთვის ერთად გადავდგამთ ნაბიჯს და ამას თავისი სიმბოლო, ნომერი 4 ექნება - მელია

04.03.24 22:51
გარდამტეხი ცვლილებებისთვის ერთად გადავდგამთ ნაბიჯს და ამას თავისი სიმბოლო, ნომერი 4 ექნება - მელია

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია საკუთარ პარტიას 4 ნომრით წარადგენს.

მელია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მიმდინარე წელს გარდამტეხი ცვლილებები მოხდება, რაც საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების დაცვას განაპირობებს.

2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად! ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო - ნომერი 4.

მჯერა, რომ ოთხიანი უახლოეს მომავალში, გახდება ბრძოლისა და გამარჯვების, წარმატებისა და პროგრესის სიმბოლო, რომელიც დიდი ხნით დაიმკვიდრებს თავს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, - წერს მელია.

მსგავსი სიახლეები