"ოცნებას" და ზურაბიშვილს თუ აინტერესებთ ჩვენი ძალა, უკვე ხედავენ და კიდევ უფრო ნათლად დაინახავენ - სოფო ჯაფარიძე

04.03.24 23:23
"ოცნებას" და ზურაბიშვილს თუ აინტერესებთ ჩვენი ძალა, უკვე ხედავენ და კიდევ უფრო ნათლად დაინახავენ - სოფო ჯაფარიძე

 

 

"ქართულ ოცნებას" და სალომე ზურაბიშვილს თუ აინტერესებთ ჩვენი ძალა, უკვე ხედავენ და კიდევ უფრო ნათლად დაინახავენ", - ამის შესახებ განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ გააკეთა.

სოფო ჯაფარიძემ "საჯარო პოლიტიკის" ეთერში ენმ-ის კამპანიასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება კვლავ გრძელდება.

თუ სალომე ზურაბიშვილს და "ქართულ ოცნებას" აინტერესებს ჩვენი ძალა, ამას ხედავენ და აუცილებლად უფრო ნათლად და კარგად დაინახავენ ჩვენი პარტიის, იმ უერთგულესი და უმამაცესი და ძალიან მებრძოლი ადამიანიანების ძალას, რომლებიც ჩვენი მხარდამჭერები არიან. მე იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილის გაითვალისწინებს იმ ასი ათასობით ადამიანის აზრს, რომლებიც ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას", - ამბობს ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები