პრეზიდენტმა ცესკოს შესახებ კანონი დაბლოკა - "ოცნება" ვეტოს დასაძლევად ემზადება

05.03.24 11:18
პრეზიდენტმა ცესკოს შესახებ კანონი დაბლოკა - "ოცნება" ვეტოს დასაძლევად ემზადება

პრეზიდენტმა საარჩევნო ცვლილებებს ვეტო დაადო. სალომე ზურბშვილმა პოლიტიკური მუქარა აღასრულა და "ქართული ოცნების" ინიცირებული კანონი დაბლოკა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უკვე პარლამენტშია, თუმცა მთელი მმართვლი პარტია ახლა ვეტოს დასაძლევად ემზადება. თუ ეს კანონი მიიღეს, ქვეყნისთვის გადამწყვეტ არჩვნებს მხოლოდ "ოცნების" სანდო და მხარადჭერილი კადრი ჩაატარებს. ამ გადაწყვეტილებით" ქართული ოცნება"  პრეზიდენტს ცესკოს შეფის წარდგენის უფლებამოსილებას ოფციალურად ართმევს და კანონს ისე იღებს, რომ არც ვენეციისკომიის რკეომენდაციებს ითვალისწინებს.

ხელისუფლება ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს კანონპროექტებზე ვეტოს დადება ჩვევად ექცა. ირმა ზავრადაშვილი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნები არ აქვს და ის მხოლოდ ქვეყნის მტრების დაკვეთას ასრულებს. 

ჩვევაში გადაუვიდა და კარგი იქნება, თუ მაგ ჩვევას გადააგდებს. ქვეყნის მტრები როცა რაღაც ნაბიჯებს დგამენ, ხელისუფლება ვალდებულია, რომ იმის საწინააღმდეგო რაღაცეები გააკეთოს. მაგის მოტივაცია ქვეყნის მტრობის გარდა და ნაცების დაკვეთის გარდა რამე იყოს, - ამბობს ირმა ზავრადაშვილი.

ცესკოს წევრი პარტია "ლელოდან" გიორგი სიორიძე, რომლის თანამდებობის გაუქმებასაც "ოცნება" გეგმავს, ამბობს, რომ ცვლილებები ცესკოს მიმართ ნდობას კიდევ უფრო შეასუსტებს.  

ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის დასკვნებში პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ მთავარი გამოწვევა, რაც საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს, ეს არის საზოგადოების მხრიდან დაბალი ნდობა. ბუნებრივია, ის ცვლილებები, რომელიც შემოგვთავაზა "ქართულმა ოცნებამ" არა თუ ემსახურება ამ ნდობის გაზრდას, არამედ პირიქით, ემსახურება ამ ნდობის გაქრობას და როდესაც არ არსებობს ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, იქ, ბუნებრივია, არჩევნების მიმართ ნდობა იქნება ძალიან დაბალი და ეს ლეგიტიმაციის კრიზისს ნიშნავს. არავის აქვს მოლოდინი იმისა, რომ "ქართული ოცნება" არ დაძლევს ამ ვეტოს, - ამბობს "ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე. 

მსგავსი სიახლეები