უდიდესი დანაშაული, რომელიც გამოძიებული უნდა იქნას - სოფო ჯაფარიძე აზარაშვილის სკანდალურ აღსარებაზე
მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ჯანდაცვის მინისტრის სკანდალუ აღიარებას ეხმიანება და მის ქმედებას "უდიდეს დანაშაულს" უწოდებს. ოპოზიციის წევრის თქმით, ხარვეზებზე საუბარი აზარაშვილს პოსტიდან წასვლამდე უნდა დაეწყო და არა კლანებს შორის დაპირისპირების შემდეგ. სოფო ჯაფარიძე პირდაპირ ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე პასუხი სრულად ხელისუფლებამ უნდა აგოს.
რას ვეუბნებით იმ ასი ათასობით ონკოლოგიურ პაციენტს, ვინც მკურნალობის გზას გადიან, რომ მათ თურმე უხარისხო მედიკამენტებით მკურნალობენ? რას აკეთებდა მაშინ ჯანდაცვის მინისტრი აქამდე? აუცილებელი იყო, რომ კლანებს შორის დაპირისპირება მომხდარიყო და ის გაეშვათ, რომ ამაზე გვესაუბრა? ეს არის უდიდესი დანაშაული, რომელიც უნდა იქნეს გამოძიებული და პირველ რიგში, მე ვთვლი, რომ ეს არის მისი პასუხისმგებლობა დანარჩენ წარმომადგენლებთან ერთად ვინც ამაზე მუშაობდა და ამაზე უნდა პასუხი აგოს მთელმა ხელისუფლებამ, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ექსპრემიერის კადრების წმენდა დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებულმა ზურაბ აზარაშვილმა კი სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა და სისტემა საჯაროდ გააკრიტიკა. აზარაშვილმა სოციალურ ქსელშ დაწერა, რომ გაკვეული ბიზნეს ჯგუფების ინტერესებს შეეწირა.