ზურაბიშვილი ჩართულია ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში, ეს მისი ერთადერთი დავალებაა - კობახიძე

05.03.24 13:19
ზურაბიშვილი ჩართულია ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში, ეს მისი ერთადერთი დავალებაა - კობახიძე

საქართელოს პრემიერი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ვეტო ცესკოს დისკრედიტაციის კამოანიას ემსახურება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ზურაბიშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს განაგრძობს, თუმცა უმრავლესობა ვეტოს დაძლევს, რათა ცესკომ არჩევნების ეფექტიანად ჩატარება შეძლოს. 

„სალომე ზურაბიშვილი ჩართულია ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში, ეს არის მისი ერთ-ერთი დავალება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ლოგიკური იყო მისი ვეტო. ეს არის მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კიდევ ერთი გაგრძელება, თუმცა, ეს ვეტო ვერ შეუქმნის პრობლემას პროცესების სტაბილურად განვითარებას. რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული, ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული საპარლამენტო უმრავლესობას. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ცესკომ შეძლოს ეფექტიანად არჩევნების ჩატარება. ამის საპირისპირო მიზანი აქვს ზუსტად სალომე ზურაბიშვილს, - აღნიშნა კობახიძემ.

ერთ საათზე მეტია სესია საკანონმდებლო ორგანოში კამათის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია "ოცნებას" ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟში და არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. განხილვის მთავარი თემა  დღეს პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად "ქართული ოცნების" გეგმაა. მთელი მმართველი პარტია ახლა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად ემზადება. თუ ეს კანონი მიიღეს, ქვეყნისთვის გადამწყვეტ არჩევნებს მხოლოდ "ოცნების" სანდო და მხარადჭერილი კადრი ჩაატარებს. 

მსგავსი სიახლეები