"ოპოზიციის პოლიტიკური მომავალი ბნელი და მძიმეა" - პრემიერის თავდასხმა ოპონენტებზე

05.03.24 14:21
"ოპოზიციის პოლიტიკური მომავალი ბნელი და მძიმეა" - პრემიერის თავდასხმა ოპონენტებზე

"ოპოზიციის პოლიტიკური მომავალი ბნელი და მძიმეა", - ამის შესახებ საქართელოს პრემიერი საუბრობს. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მელია, გვარამია და ხაზარაძეც არჩევნებში მარცხისთვის არიან განწირულები. პრემიერი ამბობს, რომ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა 18%-ს აიღებს, ხოლო დანარჩენი ოპოზიცია 5 % იან ბარიერს ვერ გადალახავს. 

გვარამია, მელია, მათი პოლიტიკური მომავალი იქნებოდა ზუსტად ისეთი, როგორიც იყო მათი პოლიტიკური წარსული - ანუ ბნელი და მძიმე. ასეთი იყო გვარამიას, მელიას, ხაზარაძის პოლიტიკური წარსული. თქვენ გახსოვთ, რაებს აკეთებდნენ ეს ადამიანები 2012 წლამდე. მელიაზე მახსენდება, მაგალითად, მის მიერ "ქართუ ბანკის" გაკოტრება. ეს არის კრიმინალი, რომელიც მან ჩაიდინა 2012 წლამდე. გვარამიაზე მახსენდება "იმედში" შევარდნა, მისი "გაპრავება". ეს არის ის სიბნელე, რომელსაც ჩვენ ვერ დავაბრუნებთ. ხაზარაძეზე მახსენდება ბიზნესის რეკეტში მონაწილეობა, "ელიტ ელექტრონიქსის" საქმე, "მაგნატის" საქმე. სასაცილოა, ხაზარაძემ ვინ სად უნდა გაუშვას, თვითონ არ იცის საით აქვს წასასვლელი, მითუმეტეს, რომ მანქანაც დაეწვა. ნაცმოძრაობა 18%, ყველა დანარჩენი 5%-ს ქვევით. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მოცემულობა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად შევამციროთ ოპოზიციის წარმომადგენლობა, ნაცმოძრაობის წარმომადგენლობა პარლამენტში, - ამბობს კობახიძე. 

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია საკუთარ პარტიას 4 ნომრით წარადგენს. არ არის გამორიცხული, მელიას პოლიტიკურ გაერთიანებაში ნიკა გვარამია და ხატია დეკანიძეც ვიხილოთ.

პარტიას ენმ-ს ყოფილი თავმდჯომარე რამდენიმე დღეში ოფიციალურად დააფუძნებს

მსგავსი სიახლეები