მოსამართლე მიქაუტაძეს დედამ 50 ათასი დოლარი აჩუქა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გიორგი მიქაუტაძის ქონებრივი დეკლარაცია ცნობილია - მოსამართლის მიერ 29 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ შარშან დედამ 50 ათასი დოლარი აჩუქა.
გიორგი მიქაუტაძეს დედამ ფული 2022 წელსაც აჩუქა - ორჯერ უფრო მეტი (100 000 დოლარი), ვიდრე 2023 წელს.
მშობლისგან დიდი ოდენობის თანხის მიღება დროში ემთხვევა სახლის მშენებლობის წამოწყებას. დეკლარაციის მიხედვით, 2022-2023 წლებში ამ მიზნით უკვე დაიხარჯა 710 500 ლარი.
დეკლარაციის მიხედვით, 2022-2023 წლებში ამ მიზნით მათ 710 500 ლარი უკვე დახარჯეს. ამ დროისთვის კი მიქაუტაძის ოჯახის საკუთრებაშია 248 კვ.მ ბინა და ავტოფარეხები ვაკეში, მიწა წავკისსა და მიწები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
- მიქაუტაძის მიერ "რადიო თავისუფლებისთვის" მიწოდებული დოკუმენტით ირკვევა, რომ მოსამართლის დედა სს "ბახტრიონში" 2019 წლის 4 თებერვლიდან მუშაობს და თვის განმავლობაში შემოსავლის სახით 22 ათას ლარზე მეტს იღებს.
დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს სასამართლოში გიორგი მიქაუტაძის ხელფასი 134 911 ლარი იყო. მისი ცოლის, მაია კვირიკაშვილის კი 85 513 ლარი. კვირიკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლიდან მუშაობს.