ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

05.03.24 14:15
ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოშია -   გუდნი იოჰანესონი სალომე ზურაბიშვილს ხვდება. ორბელიანების სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა

პროტოკოლის თანახმად, პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, აუდიენციას გაფართოებულ ფორმატშიც გამართავენ, დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების ბრიფინგი.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ისლანდიის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შეხვდება.გაიმართება საქართველო-ისლანდია ბიზნესშეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში.

ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საოკუპაციო ხაზს ეწვევა.

მსგავსი სიახლეები