ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურები უნივერსიტეტებმა გადმოგვიგზავნეს - სალომე ზურაბიშვილი

02.07.21 19:03
ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურები უნივერსიტეტებმა გადმოგვიგზავნეს - სალომე ზურაბიშვილი

ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურები შერჩეულია კანონთან სრულ შესაბამისობაში - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ამერიკის საელჩოში საზეიმო მიღებიდან გამოსვლისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმთ, უნივერსიტეტებმა გადმოაგზავნეს კანდიდატთა სია და მათი განხილვა გამჭვირვალე პროცესი იქნება.

ყველანი ვართ ჩართული რეფორმაში და მოწადინებული ვართ, რომ ეს პროცესი წინ წავიდეს. უნდა შესრულდეს ყველა ის დაპირება, რაც გავაკეთეთ. 

რაც შეეხება ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურას, ისინი შერჩეულია სრულიად კანონთან შეთანხმებაში, წარმოგვიდგინეს უნივერსიტეტებმა კანდიდატები და იქიდან არიან შერჩეულები. ვფიქრობ, აქაც იქნება ძალიან გამჭვირვალე პროცესი, ძალიან წყნარი პროცესი, დაველოდოთ შედეგებს - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, საზეიმო მიღება გამართა,  სადაც მიწვეული არიან საქართველოს პრეზიდენტი, ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები