თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტში შეხვედრებს აგრძელებს

05.03.24 14:42
თინა ბოკუჩავა  ევროპარლამენტში შეხვედრებს აგრძელებს

„საპარამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აგრძელებს შეხვედრებს ევროპარლამენტში ქალ ლიდერებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის მოწვევით, შეხვედრა შედგა მათ შორის ევროპარლამენტარ ევა მაიდალთან მრეწველობის და ენერგო რესურსების კომიტეტიდან, მირიამ ლექსმანთან და ისაბელ ვიზელერ ლიმასთან საგარეო კომიტეტიდან, ანა ასიმაკოპოლუსთან, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტს ხელმძღვანელობს, რასა იუკნევიჩიანესთან უსაფრთხოების კომიტეტიდან და ლენა დუპონტან, რომელიც მიგრაციის თემაზე მუშაობს ევროპარლამენტში. 

საუბარი შეეხო ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური შესაძლებლობების გაღრმავებას. საქართველოს კონტექსტში მნიშვნელოვანია გაწევრიანების პროცესის ეკონომიკური განზომილების  გამოყენება, მათ შორის ქალებისთვის მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივის გაჩენა საქართველოში ევროპული კაპიტალის გამოყენებით. 
 

მსგავსი სიახლეები