რატომ არის საქართველოში ფასები სომხეთზე უფრო ძვირი? - მანჯგალაძე "ოცნებას"

05.03.24 15:09
რატომ არის საქართველოში ფასები სომხეთზე უფრო ძვირი? - მანჯგალაძე "ოცნებას"

რატომ არის საქართველოში ფასები სომხეთზე უფრო ძვირი?, - ამ შეკითხვით მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პარლამენტში "ქართულ ოცნებას". ოპოზიციის წევრის თქმით, იმ დროს, როცა ქვეყანაში ადამიანის უფლებები არ არის დაცული, ხელისუფლებამ ძაალების დაცვისთვის მოიცალა. 

რატომ არის საქართველოში ფასები სომხეთზე უფრო ძვირი? ხალხი გარბის ქვეყნიდან სწორედ ამ მაღალი ფასების გამო, იმის გამო, რო ეს იწვევს გაღარიბებას, ეს იწვევს შიმშილს და ამ დროს "ქართულმა ოცნებამ" მოიცალა და ისაუბრა ძაღლების უფლებების დაცვაზე. როგორ დაგიჯეროთ, ადამიანი არ არის დაცული, ძაღლს ვერ დავიცავთ, - თქვა მანჯგალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ცესკოს შესახებ "ოცნების" კანონპროექტს განიხილავენ. 

მსგავსი სიახლეები