თქვენ ორიენტირებული ხართ პოლიტიკურ კორუფციაზე - დაუშვილი "ოცნებას"
პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე "საქართელოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი დაინტერესდა, როგორ შეეხო მოქალაქეებს ქვეყანაში 28%იანი ეკონომიკური ზრდა. ოპოზიციის წევრმა უმრავლესობას პირდაპირ უთხრა, რომ ისინი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე არიან ორიენტირებულები.
28%-იანი ეკონომიკური ზრდა ამ ადამიანებს როგორ შეეხო, აი, ეს, ფაქტობრივად, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პრობლემა არის ის, რომ თქვენ ორიენტირებული ხართ პოლიტიკურ კორუფციაზე და რამდენიმე ათეული ოჯახის კეთილდღეობაზე, - თქვა მიხეილ დაუშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ცესკოს შესახებ "ოცნების" კანონპროექტს განიხილავენ. უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.