ხაჯიშვილი "ოცნებას": ვურჩევდი ივანიშვილის პარტიას, რომ ნუ ქილიკობენ ჩვენს მოსახლეობაზე, ნუ დასცინით ხალხს
მე კიდევ ერთხელ ვურჩევდი ივანიშვილის პარტიას, რომ ნუ ქილიკობენ ჩვენს მოსახლეობაზე, ნუ დასცინიან ჩვენს მოსახლეობას, იმ ფასებს, იმ გაჭირვებას, რომელიც ჩვენ საქართველოში გვაქვს!“-ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ფასები 2012 წელთან შედარებით ორნახევარჯერ გაიზარდა.
მოგესალმებით, არ მინდოდა ამ საკითხზე საუბარი, თუმცა აქ იყო ეკონომიკაზე საუბარი. ივანიშვილის პარტია საუბრობს ეკონომიკის ცოდნაზე , როდესაც საქართველოს ეკონომიკა ამ 12 წლის განმავლობაში, საშუალოდ 4 პროცენტით იზრდებოდა. ეს არის კატასტროფა!
რომ არა, ის ომის ეფექტი, რომელიც სამწუხაროდ უკრაინაში არის, ეს ნიშნული ორჯერ ნაკლები იქნებოდა, ანუ საშუალოდ 2 პროცენტი.
მე ივანიშვილის პარტიას ვურჩევდი, ეკონომიკაზე საუბარი და ზოგადად ეკონომიკა, მათი ძლიერი მხარე არ არის და შეეშვან. არ არიან ისინი ეკონომიკის მცოდნეები.
რაც შეეხება ფასებს, სომხეთის ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკაზე მეტად გაიზარდა ამ 12 წლის განმავლობაში. სომხეთში ფასები საქართველოს ფასებთან შედარებით, ბევრად ნაკლებია.
ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა, რომ ფასები 2012 წელთან შედარებით ორნახევარჯერ გაიზარდა. ჩვენს მოსახლეობას ხელფასები და შემოსავალი ორნახევარჯერ გაეზარდა? რა თქმა უნდა, არა!
მე კიდევ ერთხელ ვურჩევდი ქართულ ოცნებას, ივანიშვილის პარტიას, რომ ნუ ქილიკობენ ჩვენს მოსახლეობაზე, ნუ დასცინიან ჩვენს მოსახლეობას, იმ ფასებს, იმ გაჭირვებას, რომელიც ჩვენ საქართველოში გვაქვს!
ახლა ვისაუბრებ იმაზე, რაზეც თავიდანვე ვაპირებდი საუბარს.
ეს არის პირველ რიგში ის დაპირებები, რომელიც ივანიშვილს და მის პარტიას ჰქონდა ამ 12 წლის განმავლობაში. რადგან ზამთრის სეზონია პირველ რიგში, ვისაუბრებ ზამთრის კურორტებზე. კერძოდ, დასავლეთ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ეს არის თეთნულდი და გოდერძი. მინდა შეგახსენოთ, რომ პირველი პრობლემა არის ინფრასტრუქტურა. ფაქტობრივად გზა არ არსებობს ამ კურორტებთან მისასვლელი. რაც შეეხება, გოდერძის პრობლემაა ხულო-ზარზმის გზა, რომელიც 10 წლის განმავლობაში ვერ გაკეთდა! ამის გამო, ამ კურორტზე ასვლა არის შეუძლებელი და ცოტა დამსვენებელი ჰყავს ამ კურორტს.
იგივე პრობლემა აქვს თეთნულდის კურორტზე და ზოგადად მესტიის პრობლემაა გზა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაპირდა, ლენტეხი-მესტიის გზა, დღემდე არ არის გაკეთებული!
არის წყლის მიწოდების პრობლემა, არ არის ინტერნეტი, მხოლოდ მობილური ინტერნეტია ამ კურორტზე, ელექტრო ენერგია არის გრაფიკით. ამ პირობებში, რომელი ტურიზმის განვითარებაზე შეიძლება ვისაუბროთ!
ასევე, რაც შეეხება სხვა კურორტებს - გუდაურში, ბაკურიანში, იცით რა ფასებია, რომ დაისვენოს ტურისტმა? ასევე საქართველოს მოქალაქემ, იგივე შიდა ტურისტმა! კატასტროფა ხდება, შეუძლებელია ამ კურორტებზე ჩვენმა მოსახლეობამ დაისვენოს!ასევე, ვხედავთ, რა პირობებია ამ კურორტებზე. ინფრასტრუქტურა არის ძალიან დაბალ დონეზე.
ასევე მე მინდა შევახსენო ის დაპირებები, რაც ივანიშვილმა და ივანიშვილის პარტიამ მისცა ჩვენს მოსახლეობას ამ 12 წლის განმავლობაში.ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელსაც 2014 წელს დაპირდა ივანიშვილი. 10 წელი გავიდა, 150 000 000 ლარი უნდა დახარჯულიყო ამ პროექტში, თუმცა 3 000 000 ლარი არის დახარჯული და ივანიშვილმა ფაქტობრივად გადააგდო ჩვენი მოსახლეობა.
წყალტუბოს განვითარების პროექტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია დაპირდა მოსახლეობას და ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე ნიშნულზეა ეს პრობლემები. არაფერი არ შეცვლილა, კიდევ ერთხელ გადააგდო ჩვენი მოსახლეობა!
ქობულეთის მწვანე ქალაქი - აქაც არაფერი გაკეთებულა! ქობულეთელები კიდევ ერთხელ გადააგდო ივანიშვილის პარტიამ!
ე.წ. გონიოს პოლიგონის პროექტი - დიდი ხნის წინ უნდა შესრულებულიყო ეს პროექტი, აქაც არაფერი არ შეცვლილა!
მე მინდა გითხრათ, რომ 2025 წლიდან, ჩვენ, აქ ბევრ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს შევქმნით! ე.წ. გონიოს პოლიგონზე შეიქმნება ახალი ტურისტული ცენტრი, იქნება ბევრი საერთაშორისო სასტუმროს პროექტი, ასევე საფინანსო ცენტრი და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ცენტრი ჩვენს ქვეყანაში!“- განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.