პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 6 ივლისიდან დაიწყება

02.07.21 20:42
პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 6 ივლისიდან დაიწყება

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს 6 ივლისიდან მოუსმენენ. გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მიიღეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით,  გასაუბრებები სამშაბათს, დილის 10 საათიდან დაიწყება. მმართველი პარტია დღეში 2 კანდიდატს გაესაუბრება.