ანაზღაურებადი სტაჟირება კურსდამთავრებულებისთვის - "ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება ახალგაზრდებს

05.03.24 15:49
ანაზღაურებადი სტაჟირება კურსდამთავრებულებისთვის - "ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება ახალგაზრდებს

"ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო - "ოცნება" კურსდამთავრებულებს   ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს.

პროგრამის პრეზენტაცია დღეს განათლების მინისტრმა გამართა. თუმცა, ჩნდება ეჭვი, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ ინიციატივით ახლა ახალგაზრდების გულის მოგებას ცდილობს.

წელს ამოქმედდება კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა, რომელიც ათასობით ახალგაზრდას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში სტაჟირების გავლის ძალიან ფართო შესაძლებლობას მისცემს. ეს იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ პროფესიულ ცხოვრებაში სტუდენტებმა პირველი ნაბიჯები წარმატებით გადადგან. გაიმართება კონსულტაციები ახალგაზრდებთან და ამის შემდეგ დაიხვეწება ეს გეგმა,“ - ამბობს პრემიერი.

ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ არაფერი სიახლე და ინოვაცია, რასაც განსაკუთრებით წელს გავაკეთებთ და დავაანონსებ წინასწარ, რომ ყველაფერს დაუკავშირებენ არჩევნებს. სრული აბსურდია, ჩვენ მსგავსი სხვადასხვა სტაჟირების პროგრამები, სხვადასხვა უწყებებში ხორციელდებოდა, უბრალოდ წელს სისტემურად ჩვენს უწყებას დაევალა ამ დიდი მასშტაბური პროგრამის კოორდინაცია და განხორციელება,“ - ამბობს ამილახვარი.

ე.ი. რადგან არჩევნები ახლოვდება, არაფერი უნდა გავაკეთოთ ხომ? რამდენი პროექტი ხორციელდება თუნდაც დედაქალაქში, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ კეთდება. უამრავ ადამიანს და ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები, გადავეცით მშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რადგან არჩევნები მოდის, გავჩერდეთ, არაფერი გავაკეთოთ ხომ?“ - ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები