"ლელოს" ლიდერები აშშ-ის ელჩს შეხვდნენ

05.03.24 15:56
"ლელოს" ლიდერები აშშ-ის ელჩს შეხვდნენ

გადამწყვეტი არჩევნები ,წინასაარჩევნო გარემო და  ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი - ამ თემებზე ისაუბრეს "ლელოს"  ლიდერებმა ამერიკის ელჩთან პირისპირ შეხვედრაზე. შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თქვეს, რომ ელჩი  ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე კარგად არის ინფორმირებული და შტატები გადამწყვეტ არჩევნებს გამდიდებელი შუშით აკვირდება. 

"მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, კერძოდ: ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულების "ლელოს" გეგმა, რომელიც გულისხმობს, ამ რეკომენდაციების სწრაფად შესრულებას, იმისთვის რომ ქვეყანამ დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. ამავდროულად ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებულ თემაზე. იმაზე რომ "ქართული ოცნება" ყველანაირად ცდილობს, რომ დისკრედიტაცია მოახდინოს არჩევნების იდეის, რომ სრულად გააკონტროლოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და გადადგას ნაბიჯები, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან" - თქვა შეხვედრის შემდეგ ბადრი ჯაფარიძემ. 

"ლელოს" კიდევ ერთი წევრის, გიორგი სიორიძის თქმით, ელჩი დაინტერესდა იმ სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტებით, რომელიც მიხედვითაც "ქართულ ოცნებას" შესაძლებლობა უჩნდება საარჩევნო ადმინისტრაცია ერთპარტიულად, საკუთარი შეხედულებებისამებრ დააკომპლექტოს.

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. 

მსგავსი სიახლეები