მნიშვნელოვანია, შეიქმნას კომისია, რომლის მიმართაც მოქალაქეებს ექნებათ ნდობა - გერმანიის ელჩი
"შეიქმნას კომისია, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ გრძნობა, რომ შეუძლიათ ენდონ, რომ დაიცავს არჩევნების კეთილსინდისიერებას," - ამ განცხადებას გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი აკეთებს.
ელჩი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ მოქალაქეების ნდობის გასაზრდელად შეიქმნას ისეტი ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარებას ხელს შეუწყობს.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებას, ამაზე ელჩი პასუხობს, რომ "არ მსურს დეტალებზე კომენტარის გაკეთება, ქართველებმა უნდა გამოძებნონ მათთვის დამაკმაყოფილებელი გამოსავალი".
ელჩის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.
ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციებს. მოგიწოდებთ, სერიოზულად მიიღოთ ეს რეკომენდაციები, იმუშაოთ და შეიქმნას კომისია, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ გრძნობა, რომ შეუძლიათ ენდონ, რომ დაიცავს არჩევნების კეთილსინდისიერებას. ეს აშკარად ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა ელჩმა.