კობახიძის ბრიყვულ განცხადებებზე კომენტარს არ ვაკეთებ - ბადრი ჯაფარიძე

05.03.24 16:10
კობახიძის ბრიყვულ განცხადებებზე კომენტარს არ ვაკეთებ - ბადრი ჯაფარიძე

(ოცნების) ბინძური კამპანია ემსახურება იმას, რომ როგორმე ზიანი მიაყენონ ლელოს - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის ლიდერების მიერ მათი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 

ჯაფარიძემ პრემიერის კომენტარს "ბრიყვული" უწოდა.  

კობახიძის ბრიყვულ განცხადებებზე კომენტარს არ ვაკეთებ. ისინი ხედავენ, რომ ლელო ძლიერდება. ამიტომ, მათი ეს ბინძური, ტყუილებით სავსე კამპანია ემსახურება იმას, რომ როგორმე ზიანი მიაყენონ ლელოს და სინამდვილეში, ეს პირიქით, გვაძლიერებს იმის რწმენაში, რომ მართლაც უნდა ვიმუშაოთ ბევრი ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად იმისათვის, რომ როდესაც ეს ხელისუფლება იქნება ჩამოშორებული, ქართული ოცნება წავა ხელისუფლებიდან 2024 წლის არჩევნების შედეგად, ძალიან სწრაფად წავწიოთ ჩვენი ქვეყანა წინ"- თქვა "ლელოს" ლიდერმა. 

 პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან აღნიშნა, რომ  მამუკა ხაზარაძის განცხადებები ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში გაშვებასთან დაკავშირებით, სასაცილოა. 

მსგავსი სიახლეები