მთავრობის ადმინისტრაციიდან ფინანსთა სამინისტროში - ლერი ბარნაბიშვილი მინისტრის მოადგილედ დანიშნეს
მთავრობის ადმინისტრაციიდან ფინანსთა სამინისტროში - ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
დღემდე ლერი ბარნაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2015-2020 წლებში ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.
ბარნაბიშვილი რომ ფინანსთა სამინისტროში გადაინაცვლებდა, ეს ინფორმაცია "პირველებს" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დაუდასტურა.