"ცხოვრებაში ყველაფერი არის დროებითი" - დატოვებს თუ არა თანამდებობას იუსტიციის მინისტრი?

05.03.24 16:51
"ცხოვრებაში ყველაფერი არის დროებითი" - დატოვებს თუ არა თანამდებობას იუსტიციის მინისტრი?

დატოვებს თუ არა თანამდებობას იუსტიციის მინისტრი? "პირველების კითხვაზე რატი ბრეგაძეს კონკრეტული პასუხი არ აქვს და მედიას პრემიერთან ამისამართებს.

"რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, პირდაპირ გეტყვით, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. რაც შეეხება ურთიერთობას, გვაქვს ძალიან კარგი, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა"- ამბობს ბრეგაძე და ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძესთან კონსტრუქციული ურთიერთობა აქვს. 

მისი თქმით, ყოფილსა და მოქმედი პრემიერების კადრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. 

"მომავალში რა იქნება ამის შესახებ როგორ უნდა გიპასუხოთ, ცხოვრებაში, ზოგადად, ყველაფერი არის დროებითი"- ამბობს ბრეგაძე კონკრეტული კითხვის საპასუხოდ. 

დღეს ბრეგაძე ბევრი ისაუბრა მის დამსახურებაზე ოცნების რიგებში და  მიანიშნა ისიც  რომ არ იცის, რას უპირებს ახალი პრემიერი. კობახიძე კი აანონსებს, რომ სამთავრობო ცვლილები მომავალ კვირას დასრულდება და მინისტრთა კაბინეტი და მისი ადმინისტრაცია საბოლოოდ დაკომპლექტდება. 

არაოფიციალური ინფორმაციით საკადრო ცვლილებები  სოფლის მეურნეობის მინისტრსაც შეხება.

მსგავსი სიახლეები