მოსყიდვის მცდელობა - სტუდენტები წინასაარჩევნოდ ანაზღაურებადი სტაჟირების დაანონსებას
ბუნდოვანი დაპირება და წინასაარჩევნოდ ახალგაზრდების მოსყიდვის მცდელობა - ასე აფასებენ სტუდენტები ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებით მთავრობის ახალ ინიციატივას.
სტუდენტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას ახალგაზრდების ძალის შეეშინდა და არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მათი გულის მოგებას სხვადასხვა პროექტით ცდილობს.
ეს ანაზღაურებადი სტაჟირება ჯერ არის ბუნდოვანი - ვისკენ იქნება მიმართული, ვინ ისარგებლებს ამით, არ გვაქვს გარანტია, რომ ყველა ახალგაზრდამ ისარგებლოს ამით. თუმცა ბიუჯეტის ფულით ამ ყველაფრის კეთება და ამ ყველაფრის ხარჯვა უფრო ჰგავს წინასაარჩევნო მოსყიდვას, წინასაარჩევნო ამომრჩევლის გულის მოგებას და განსაკუთრებით ეს არის იმისკენ მიმართული, რომ ისინი ხედავენ, რომ ახალგაზრდობა არის წინასაარჩევნო პროცესში, არჩევნებში დასწრებადობასთან დაკავშირებით ამ პროცესში ერთ-ერთი წამყვანი ძალა, არა მარტო მარტში, კიდევ გამოჩნდება ბევრჯერ,“ - ამბობს ვადო მაჭავარიანი.
ხელისუფლებამ დაინახა მკაფიოდ უარყოფითი და ნეგატიური დამოკიდებულება, კრიტიკული განწყობა ახალგაზრდების მხრიდან და ეს გამოიხატა სწორედ ერთი წლის წინ ქუჩაში უშუალოდ მაქსიმალური ჩართულობით და ბრძოლით. შესაბამისად, მათ იციან ახალგაზრდების ძალა, იციან რამდენად კრიტიკული შეიძლება აღმოჩნდეს ახალგაზრდების მაქსიმალური აქტიურობა და ჩართულობა საარჩევნო პროცესში, შესაბამისად, ეს არის მათთვის უდიდესი რისკი და ვფიქრობ, რომ ცდილობენ ახალგაზრდების გულის მოგებას,“ - ამბობს ნიკო მანაგაძე.