"ქართულმა ოცნებამ" ამნისტიის კანონპროექტის განხილვა 2 თვით გადაავადა
ამნისტიის კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო უმრავლესობამ ორი თვით გადაავადა. კანონპროექტის ავტორი "გირჩია".
პარტია ითხოვს, ამნისტია შეეხოს ყველა არაძალადობრივ დანაშაულს, მათ შორის სამოხელეოსაც. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები განხილვის გადადებას "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შიშებსა და მანიპულაციას უკავშირებენ.
მე არ მჯერა, რომ რომელიმე სერიოზული ამნისტიის გაკეთება შესაძლებელია ისე, რომ ის მიხეილ სააკაშვილს არ შეეხოს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მიხეილ სააკაშვილს 6 წელი აქვს მისჯილი და ბევრი მუხლის გამო ესე რომ შეხედოთ და წარმოიდგინეთ, რომ ზის ციხეში ხალხი, რომელსაც 6 წელი კი არ აქვს მისჯილი 20 წელი და მეტი აქვს მისჯილი. თუ ექვს წელზე ზემოთ ხალხს შეეხება ექვსწლიან ხალხს, მიშას გარდა სხვაც ზის ციხეში, იმ ხალხს რატომ არ ახებ და რას ეუბნები, რომ მიშას ეხება ეს და ამიტომ შენ არ უნდა შეგეხოსო? ეს ხომ ყველაზე არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება. წარმოიდგინეთ, უგულავას საქმეზე არის ხალხი დაჭერილი, ოთხ ადამიანს აქვს სასჯელი შეფარდებული. ცოტა ხანი გავიდა პრეზიდენტმა შეიწყალა უგულავა და ეს ხალხი არ შეიწყალა." - ამბობს იაგო ხვიჩია.